კიევში დააკავეს კაცი, რომელიც მთავრობის სახლში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა

გამოქვეყნდა:

მამაკაცი, რომელიც კიევში, მთავრობის სახლში შეიჭრა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებული დონბასში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ვეტერანია.

პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს ერთ საათზე მეტხანს აწარმოებდა. ჯერჯერობით უცნობია, რას ითხოვდა შეიარაღებული პირი.

უკრაინის მთავრობის სახლში მამაკაცი ხელყუმბარით დღეს დილით შეიჭრა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი