ფილტვებს არ მოუსმინეს, კატეს არ მიკეთებენ, ანალიზებიც არ ამიღეს - აფხაზეთიდან გადმოსული კოვიდინფიცირებული

გამოქვეყნდა:

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია ოკუპირებულ აფხაზეთშიც, ზუსტი რიცხვი უცნობია რადგან აღრიცხვიანობა არ ტარდება. საგანგაშო ვითარების მიუხედავად, ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. 

მოქალაქეები ჯანდაცვის ცხელ ხაზზე რეკავენ და ზუგდიდში გადმოყვანას გადაუდებელი მედიცინის ცენტრს სთხოვენ.

ჯანდაცვის სამინისტროში 1 კვირაზე მეტია პასუხობენ, რომ კლინიკებში საწოლების დეფიციტია და რიგს უნდა დაელოდონ. ინფიცირებულთა ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში გადმოსვლა საკუთარი ძალებით შეძლო, მაგრამ სამედიცინო დახმარებას მაინც არ უწევენ. 

"ძალიან ცუდად ვარ, ყველაფერი მტკივა სისუსტეს ვგრძნობ, დღის განმავლობაში ტემპერატურა 38 გრადუსამდე იწევს, სუნთქვა არ შემიძლია. მთელი ღამე არ მეძინა, უჰაერობა მაწუხებს. აფხაზეთში მძიმე ვითარებაა ვირუსი გავრცელდა, საავადმყოფოში ადგილები არ არის",- ყვება აფხაზეთიდან გადმოსული კოვიდინფიცირებული ქალი.

მისივე თქმით, 112-ში უთხრეს, რომ დიაბეტიანები და ზრდასრულები საავადმყოფოში არ გადაჰყავთ.

სოფლები, სადაც ეპიდაფეთქებაა, აფხაზურმა მხარემ ჩაკეტა და მოსახლეობას პროდუქტების საყიდლად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი