ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში, დღეს, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. დათუნაშვილმა ხორვატი ივან ჰუკლელი 6:1 დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ, იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო და სხვა ქვეყნის სახელით გაეგრძელებინა ასპარეზობა. დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.
ცნობისთვის, 2020 წლის 6 დეკემბერს გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.
იხილეთ ასევე: