გამარჯვება, რომელიც საქართველოს გამარჯვებაც უნდა ყოფილიყო... მაგრამ არა - ის სერბეთის გამარჯვებად იქცა.
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა, მაგრამ ამჯერად უკვე სერბეთის სახელით, ვინაიდან ჭიდაობის ქართული ფედერაციიდან ის, ფაქტობრივად, ცემით გააგდეს - ორი წლის წინ, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას დათუნაშვილს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე თავს ფიზიკურად დაესხა. კონფლიქტის მიზეზი დათუნაშვილის მხრიდან ფედერაციაში არსებული კორუფციული გარიგებების მხილება იყო.
გეგეშიძე უბრალოდ ფედერაციის პრეზიდენტი არ არის - ის "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელში ოპონენტებზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.
ამ დაპირისპირების შემდეგ, სრულიად გასაგები იყო, რომ ზურას წინსვლის საშუალებას აქ აღარავინ მისცემდა და სპორტსმენი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა - გაითვალისწინეთ, რომ მაშინ დათუნაშვილი უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონი იყო.
იმის ნაცვლად, რომ მისთვის ხელი შეეწყოთ, ჩემიონი საქართველოდან გააგდეს და ახლა დათუნაშვილის გამაჯვება და ოქროს მედალი უკვე სერბეთის ანგარიშზე ჩაიწერა.
იხილეთ ასევე:
დათო აბრამიშვილის რეპორტაჟი: "ქართველი მამლუქი"