დაჯავშნილ ვიზიტებზე არგამოცხადება ყოველდღიურად ხდება და ამის მაღალი მაჩვენებელია - გაბუნია

გამოქვეყნდა:

დაჯავშნილ ვიზიტებზე არგამოცხადება ყოველდღიურად ხდება და ამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. ამბობს, რომ ამ ფაქტს სხვადასხვა უწყება სწავლობს და უნდა გაირკვეს, რა გახდა ამ მოქალაქეების მოტივი - ანტივაქსერობა თუ უბრალოდ, გადაწყვეტილების შეცვლა.

ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი ციფრი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3 000 შემთხვევა არგამოცხადების. ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა. არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ, სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა და შემდეგ შეცვალა მისი გადაწყვეტილება, არ მივიდა და უბრალოდ არ გააუქმა. ჩვენ მეტი ინფორმაცია და პასუხი გვჭირდება, - ამბობს გაბუნია. 

ცნობისთვის, გუშინ, 3 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დაფიქსირებულია 3 000-მდე შემთხვევა, როცა მოქალაქეები დაგეგმილ ვიზიტებზე არ მივიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი