"ჩვენ ეპიდსიტუცია სერიოზულად გვაქვს გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ხშირად ვსაუბრობთ. მაინცდამაინც ქაღალდზე დაწერილი იყოს და ბეჭედი ჰქონდეს დარტყმული?! ვატაროთ ყველამ პირბადე დახურულ შენობებში. ღია სივრცეში როცა 5 ადამიანი ერთად ვიკრიბებით – გვქონდეს ყველას პირბადე, კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როცა ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ ან კუს ტბაზე, მაგრამ, თუ 5-7-8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი, ჯერჯერობით, დამცველი საშუალება არ არის. მეორე, გავაიტენსიფიციროთ აცრები.
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.