დაპირისპირება და დაჭრის მცდელობა ბათუმში | გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სავაჭრო ცენტრში ქართველსა და არაბს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთი მათგანი თავის დაცვას დანით ცდილობდა - ინფორმაციას TV25 ავრცელებს

გამოცემის ცნობით, დაპირისპირების მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მხილებულია ინციდენტში მონაწილე ერთი პირი. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი