დაუცველი მუზეუმის დაუცველი განძი | პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

დაიცავი არარენტაბელური მემკვიდრეობა! - საზოგადოების პროტესტი და ცოცხალი კედელი ხელოვნების მუზეუმთან. კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად გაერთიანდა ყველა - ხელოვანებთან, სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებთან ერთად კულტურის მინისტრის წინააღმდეგ დღეს შალვა ამირანაშვილის მუზეუმის ის თანამშრომლებიც გამოვიდნენ, რომლებიც ქვეყნის საგანძურს წლების განმავლობაში ინახავდნენ და უვლიდნენ.

ოქროს ფონდი ამ დრომდე ხელოვნების მუზეუმში რჩება, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს 139 000 ექსპონატის შენობიდან გატანა, თუმცა სად ეს დაუზუსტებელია. კულტურის მინისტრი, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ასაჯაროებს როგორ და რა პირობებში იქნება დაცული ქართლი იდენტობის მთავარი ნაწილი.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: გახდეს გამჭვირვალე საგანძური ევაკუაციის გეგმა და ადგილი, აღადგინონ ყველა ის თანამშრომელი თანამდებობაზე, ვინც წულუკიანის დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელმა გაათავისუფლა და არ მოხდეს 200 წლის შენობის დემონტაჟი.

ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შემდეგი აქცია შაბათს,7 აგვისტოს დაიგეგმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი