"როგორ შეიძლება ვენდოთ ხალხს, რომელმაც საყდრისი დაანგრია" - აქცია ხელოვნების მუზეუმთან

გამოქვეყნდა:

"ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად!" - ამ წუთებში ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებს თან აქვთ ბანერები წარწერით "მიკროფონის ქურდი და განძის ქურდიც ორივე ქურდია".

მოქალაქეები ამბებენ, რომ თეა წულუკიანს და ზოგადად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ ენდობიან, ისინი ევაკუცაციის გეგმის გასაჯაროებას ითხოვენ.

"არ ვენდობით, როგორ შეიძლება ვენდოთ ხალხს, რომელმაც საყდრისი დაანგრია. ევაკუაციის გეგმა გვაჩვენოს, ის პროფესიონალები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში და დააქვეითეს, ისინიც ჩართონ უკან, ან აგვიხნან რატომ დააქვეითეს. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ფოტო: მთავარი არხი.

მუზეუმისთვის აქცია 5 საათზე პუშკინის სკვერშიცაა დაგეგმილი.

ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს. 

გარდა ამისა, საპატრიარქო ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს. წერილი პატრიარქმა პრემიერს უკვე მიწერა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი