"შეიძლება, წულუკიანი კულტურას უძღვებოდეს?" | ხელოვნების მუზეუმთან მორიგი აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ვითხოვთ სამინისტროსგან პასუხს, რა კვლევის ან ვისი პროფესიული რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეროვნული მუზეუმის დაშლისაკენ მიმართული გადაწყვეტილება, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

"შეიძლება, წულუკიანი კულტურას უძღვებოდეს?" - ამბობს აქციის მონაწილე გოგი ხოშტარია.

ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს. 

გარდა ამისა, საპატრიარქო ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს. წერილი პატრიარქმა პრემიერს უკვე მიწერა.

იხილეთ ასევე:

"როგორ შეიძლება ვენდოთ ხალხს, რომელმაც საყდრისი დაანგრია" - აქცია ხელოვნების მუზეუმთან

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი