უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. მდინარე ათრევაში 80 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, სოფელ ატენში მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც შსს-ს პრესსამსახურში “მთავარს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.