დაწესდება თუ არა შეზღუდვები | შესაძლოა, რეგულაციები ვაქცინირებულ პირებს არ შეეხოს

გამოქვეყნდა:

დროის ათვლა დაიწყო - იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში კოვიდსტატისტიკა არ შეიცვალა, ეპიდემიოლოგები ხელისუფლებას შეზღუდვების განახლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ, რომ დამძიმებული კოვიდვითარების ფონზე, რეგულაციები ერთადერთი გამოსავალია. თუმცა ამ მოთხოვნას კატეგორიული უარით პასუხობს პრემიერმინისტრი. კოვიდვითარება კი მორიგი აფეთქების ზღვარზეა. მედიკოსები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ საჭიროა დროული მოქმედება. მათი ძირითადი მოთხოვნა პირბადის ტარებაზე კონტროლის გამკაცრება და მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციაა. 

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ამირან გამყრელიძემ, ერთკვირიანი ვადა განსაზღვრა. თუ უახლოეს დღეებში სიტუაცია არ დასტაბილურდება - სამშაბათს  მოსახლეობას  შესაძლოა ახალი წესებით მოუწიოს ცხოვრება. 

იხილეთ ასევე:

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი