"მთავარი არხის" მიკროფონის ქურდობა გორში | შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" მიკროფონის ქურდობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

შემთხვევა გორში, იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი კორესპონდენტი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მას მიკროფონი "ნაციონალური მოძრაობის" მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარეს. 

გიორგი ახალკაცი ადვოკატთან ერთად, გვიან ღამემდე გორის სამმართველოში იკითხებოდა. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტშიც. 

სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ ოპოზიციური პარტიის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონს ართმევენ. მანამდე, 22 ივლისს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიკროფონი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას წაართვა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი