ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 181 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,2 მილიონზე მეტი.