
დაპირისპირება მუსიკოსებსა და სამართალდამცველებს შორის - ბათუმის ბულვარში ინციდენტი 4 აგვისტოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მუსიკოსებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
არსებული ინფორმაციით, მუსიკოსებს უკანონოდ ჰქონდათ მითვისებული დენის წყარო, რის გამოც პოლიციამ ისინი ორჯერ გააფრთხილა, თუმცა ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ.
ქუჩის მუსიკოსები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ.
შსს-ს ცნობით, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, რის გამოც, ადმინისტრაციული წესით - 166 - ე და 173- ე მუხლებით დააკავეს ორი პირი.
დაკავებულები სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა და პროცესი ხვალამდე გადადო.
დეტალები "მთავარის" 15 საათიან გამოშვებაში.