ნაგვით სავსე უბნები დედაქალაქში. თბილისის მერს მეეზოვეები გაეფიცნენ. ადამიანები, რომლებზეც ქალაქის სისუფთავეა დამოკიდებული, გაუსაძლის სამუშაო გრაფიკსა და მიზერულ ხელფასს აპროტესტებენ.
დასუფთავების სამახურის თანამშრომლთა რამდენიმესაათიანი ლოდინის მიუხედავად, კახა კალაძე მეეზოვეებს არ შეხვედრია, ისევე როგორც მისი გარემოცვის წევრი მიქაუტაძე, რომლის პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს თანამშრომლების სათანადო პირობები, რომ მეეზოვეებს მძიმე სამუშაოს შესრულება ზამთრის ფორმებში არ უწევდეთ. ამ ეტაპზე პროტესტი, რომელსაც მერიამ უკვე უწოდა მართული, კვლავ გრძელდება.
იხილეთ ასევე: