კულტურის მინისტრს მიმდევრები გამოუჩნდნენ. "მთავარი არხი" ისევ თავდასხმის და ძარცვის სამიზნეა.
გორში ჩვენი გადამღები ჯგუფის კუთვნილი მიკროფონი მოიპარეს. ტერიტორია, სადაც დანაშაული მოხდა, სათვალთვალო კამერებითაა აღჭურვილი, შსს-ს საქმის გასახსნელად მთავარი მტკიცებულებები აქვს.
"მთავარის" ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, 24 საათი გავიდა, თუმცა გომელაურის უწყებას იდენტიფიცირებული არავინ ჰყავს.
ქართულ ოცნებაში მთავარი არხის მიკროფონების მოპარვის თემა იუმორის ჟანრში განიხილება. მმართველი გუნდის წევრების ნაწილიც ხუმრობს, ნაწილი პასუხისმგებლობას ვერც ხედავს და არც იღებს.