"კონტროლიორი იყო, სამი თითი მოიჭრა და მალავენ" -კონტროლიორები და ავტობუსის მძღოლები თბილისის დასასუფთავებლად?

გამოქვეყნდა:

მეორე დღეა პროტესტის გამო დედაქალაქის დასუფთავების სამსახური არ მუშაობს. მერმა კალაძემ გამოსავალი უკვე იპოვა და გუშინ, გვიან ღამით, დედაქალაქის უბნების დასასუფთავებლად კონტროლიორები და ავტობუსის მძღოლები დაიბარა.

"მთავარ არხს" მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ კონტროლიორმა, რომელიც კალაძის დავალებით გლდანის ტერიტორიაზე ქუჩას ასუფთავებდა, სამი თითი დაკარგა. დღეს დილით კი  "მთავარი არხის" კამერებმა დააფიქსირა, რომ ე.წ. პეპელას მიმდებარე ტერიტორიაზე, კონტროლიორებისა და მძღოლების მობილიზება ისევ მიმდინარეობს. 

"ავტობუსის კონტროლიორი იყო, სამი თითი მოიჭრა და საავადმყოფოში წევს და ამას მალავენ. კონტროლიორებს ცალკე ჭრას ასწავლიან, ცალკე გამწვანებას. არ გამიკვირდება ხვალ ჩემი მეზობელი გრიშა რომ ვნახო მკერავი ან "საპოჟნიკი" სამუშაოდ მიყვანილი",- ამბობს მოქალაქე.

ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები "თბილსერვისის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან - ითხოვენ ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა გუშინ დაიწყო. 

ამავე თემაზე: 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი