"არავის მივცემთ საშუალებას, სელფები და ვიდეოები იღოს ნარჩენებით გადავსებულ ურნებთან. მინდა იცოდეს ყველამ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ყველა პროვოკაციას მოყვება შესაბამისი რეაგირება“ - კახა კალაძემ მეეზოვეების გაფიცვას "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა და "შესაბამისი რეაგირებით" დაიმუქრა. კალაძე ნაგვით სავსე ქალაქში გვიან ღამით გავიდა და დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.
უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა, მიდიოდა ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე“, – თქვა კალაძემ
მისი თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით გასულ წელს მოუმატეს და ამ საკითხის განხილვას 2022 წლის იანვარშიც "დაუბრუნდებიან"
კალაძის თქმით, ტყუილია, რომ თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკა არ შეუძენიათ და 2 წლის წინ ახალი მანქანები შემოიყვანეს:
"უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც იმ ტექნიკას შემოიყვანს, რომ დასუფთავების სამუშაოები ნორმალურად წარიმართოს“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სამუშაო ფორმებს. კალაძე ბრალდებებს ამ შემთხვევაშიც უარყოფს და ამბობს, რომ სამუშაო ფორმებს ყოველ წელს ყიდულობენ, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა. მისი თქმით, ახალი ფორმები თანამშრომლებს სექტემბრიდან ექნებათ
„გახარებული არიან ადამიანები, რომლებიც ვიდოებს, სელფებს იღებდნენ დაბინძირებულ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ეს ყველაფერი. ერთი რამ იცოდეს ყველამ, მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, მაგრამ იმასაც გარწმუნებთ, რომ მარტო არ მოგვიწევს ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან ბევრი ვართ, ბევრი ვართ, ვინც დადგება იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და დაუდგება თბილისელებს გვერდით. პირადად მე, ჩემი თანამშრომლები მზად ვართ იმისთვის, რომ ამ ქალაქს ვემსახუროთ 24 საათიან რეჟიმში...- ამბობს კალაძე.
კალაძესთან ერთად იმყოფებოდა დეპუტატი ზარქუაც.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი მთელი დღის განმავლობაში კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე აქციას მართავდნენ და ადგილზე კალაძის მისვლას ითხოვდნენ, თუმცა მერმა მათ ფეისბუქ ლაივით უპასუხა.
ამავე თემაზე: