ზუგდიდის მერიას ოპოზიციური პარტიები პროკურატურაში უჩივიან. მიზეზი სამეგრელოში ჩატარებული კონცერტებია. ოპოზიციის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" კონცერტზე დასასწრებად, მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩაჰყავს და ეს პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.
მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ არის საკმარისი სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ვერ ხერხდება ოკუპირებული აფხაზეთიდან ინფიცირებულების გადმოყვანა და რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ზუგდიდის მერია კონცერტების ჩასატარებლად ათი ათასობით ლარს არ უნდა ხარჯავდეს.
ავტორი: ემა გოგოხია