ბათუმში კორონავირუსით 21 წლის პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

6 აგვისტოს ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა- ინფორმაციას "ბათუმელები" აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, პაციენტი კლინიკაში 24 ივლისს მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა ფილტვების მძიმე დაზიანება და რთული თანმდევი დაავადებები.

ცნობისთვის, დღეს გამოვლინდა კორონავირუსის 4216   ახალი შემთხვევა - გარდაიცვალა 38 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი