თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა, თბილსერვისის თანამშრომლების გაფიცვის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე კი ამ დრომდე მუშაობენ.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ნამდვილად გაეზრდებათ ხელფასები, თუმცა ელოშვილს არ დაუკონკრეტებია რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან ხელფასების გასაზრდელად.
"რიგი მათი მოთხოვნებისა, რაც წამოყენებული ჰქონდათ, ნაწილი უკვე შესრულებულია. რაც შეეხება, ტექნიკას, ტექნიკის გადახალისება გრძელდება, ასევე, უნიფორმებთან დაკავშირებით, მცირე შეფერხება იყო და საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ ესეც ავუხსენით ხელფასებთან დაკავშირებით, ჩვენ შეპირებულები ვიყავით, რომ იანვრის თვიდან გაეზრდებოდათ ხელფასები და ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ",- ამბობს ილია ელოშვილი.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს.
ამავე თემაზე: