"დროას" აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

24 საათიანი პატიმრობის შემდეგ მოძრაობა "დროას" აქტივისტი გაათავისუფლეს. შუშანა მაცაბერიძე პოლიციამ წარწერის - "სისტემა უნდა დაინგრეს" - გაკეთების გამო დააკავა.  

მაცაბერიძე ერთ-ერთი იყო, ვინც ორი დღის წინ ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გამომძიებელი მარინა ჩოლოიანის პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას აპროტესტებდა.

სამოქალაქო აქტივისტს შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა შუშანა მაცაბერიძის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ჯერ დადგენილი არ არის. სასამართლო სხდომა 15 სექტემბრამდე გადაიდო, რადგან პოლიციამ საჭირო მტკიცებულებები არ წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი