"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სუს-მა გამოძიება დაიწყო. კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დღეს დასრულდა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელმა გამომძიებლებს დეტალურად მოუყვა ის ინფორმაცია, რაც მან წყაროსგან მიიღო. უთხრა ყველაფერი, მათ შორის სახელები და გვარები, ვინც მისი ლიკვიდაციის მიზნით საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ. დანარჩენი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გაარკვიოს.
თავის მხრივ ნიკა გვარამია გამოძიებასთან თანამშრომლობას სთხოვს იმ ადამიანს, ვინც შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ შესაძლოა, მისი ლიკვიდაციის დამკვეთი, შესაძლოა რუსული სპეცსამსახურები იყვნენ.
იხილეთ ასევე: