"თუ გვინდა, რომ გავუფრთხილდეთ ამ ქვეყანას და საკუთარ ოჯახებს, როგორ ვიღებთ საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომ არ მივდივართ ასაცრელად და საფრთხეს ვუქმნით სხვას და ზოგადად ქვეყანას, ვინაიდან ამ პატარა ქვეყნისთვის ეს მართლაც ძალიან დიდი გამოწვევაა. არ შეიძლება, ყველაფერზე მთავრობას მიუბრუნდე და თქვა, რომ ყველაფერი მთავრობის გასაკეთებელია. ეს არის ყველა ადამიანის გასაკეთებელი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავარწმუნოთ მეზობლები, მეგობრები, ნაცნობები. ყველანი ამ კამპანიის ნაწილი ვართ. უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს არის აუცილებელი. არ გეშინია, რომ სხვის სიკვდილზე პასუხისმგებელი გახდები? იღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც წარმოუდგენელია ექიმები და ექთნები, რომლებიც ეჭვით და შიშით უყურებენ ვაქცინას. უნდა ავიცრათ, რათა გადავარჩინოთ ეს პატარა ქვეყანა. საქართველოს სჭირდება ყველა თავისი მოქალაქე - ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, საზღვარგარეთაა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას".
- ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV იმედთან საუბრისას.