მოლარეს პნევმატური იარაღით დაემუქრა, გაიტაცა ფული და სიგარეტის კოლოფები - ყაჩაღობა ახმეტაში

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ყაჩაღობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული დ.ჭ. დააკავეს.​

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ახმეტაში მაღაზია "იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა",- წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი