მკვლელობა სოფელ გუთურში - 26 წლის კაცი ნათესავმა 30 ათასი დოლარის გამო მოკლა

გამოქვეყნდა:

ორი ცეცხლნასროლი ჭრილობით 26 წლის კაცი მეზობლებმა დღეს სისხლის გუბეში იპოვეს. სოფელ გუთურში მცხოვრები ახლაგზარდა, ვალის გამო სასიკვდილოდ ნათესავმა გაიმეტა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სისხლიან ანგარიშსწორებას ახლობლებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი უძღოდა, რის შემდეგაც სანადირო თოფით შეიარაღებული მამაკაცი მსხვერპლთან სახლში მივიდა და სანადირო თოფიდან ესროლა.

მოკლულის ახლობლები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ გაიგეს ორი გასროლის ხმა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი 30 ათასი დოლარი იყო, რომლის დაბრუნებასაც ბრალდებული ითხოვდა

სისხლიანი გარჩევის შემდეგ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი