ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი, აიცერით! - ბიძინა კულუმბეგოვი

გამოქვეყნდა:

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში გამართულ კონცერტებს, ქორწილებსა და დიდ თავშეყრებს ეხმაურება. წერს, რომ "ამაშიც არის რაღაც დადებითი" და რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას, "მალე შევალთ მშვიდ ფაზაში".

ხოლო მათ, ვისაც არ უნდათ, კოვიდსტატისტიკის ნაწილი გახდნენ, კულუმბეგოვი ურჩევს, რომ აიცრან.

"ბევრი ადამიანი მწერს პირად შეტყობინებას „ბატონი ბიძინა გამოხატეთ თქვენი აზრი რეები ხდება ქვეყანაში ამ გაგანია პანდემიის დროსო?!“

ვისაც გადაწყეტილი აქვს კონცერტი, ქორწილი, გიტარა და ცხელი ტაში არ ინერვიულოთ, აქაც არის „დადებითი“ მომენტი. როდის დასრულდება ეხლა პანდემია პირბადით და დისტანციით, რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას მალე შევალთ მშვიდ ფაზაში. ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი აიცერით! ესაა ჩემი კომენტარი!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი