ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 203 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 182 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,3 მილიონზე მეტი.