
ქურდობის მცდელობა ხობის მერიაში - შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მეორე სართულზე, ხარაჩოების გამოყენებით, რამდენიმე პირმა შეაღწია. საკრებულოს შენობიდან მათ სხვადასხვა აპარატურა გაიტანეს, მათ შორის კომპიუტერები, ლეპტოპები, ფოტო-ვიდეოკამერებეი.
უცნობმა პირებმა ნაქურდალი მანქანაში ჩაალაგეს, რა დროსაც ისინი დაცვის პოლიციამ შეამჩნია. სიგნალის ჩართვისას ბრალდებულები გაიქცნენ, მანქანის გაყვანა კი ვეღარ მოახერხეს.
პოლიციამ თითის ანაბეჭდები უკვე აიღო და კონკრეტული ეჭვმიტანილები ჰყავს. მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

ფოტო: მთავარი არხი.
ავტორი: ემა გოგოხია.