"ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებშია. ჩვენ დღესაც ველოდებით დამატებითი საწოლების მობილიზებას, 7 000 საწოლი უკვე მობილიზებულია და ამ კვირის განმავლობაში 500 საწოლი დაემატება და კიდევ მაქსიმალური ჩვენი შესაძლებლობა არის 8 000-მდე საწოლის მობილიზება. ასევე ჰოსპიტალური შესაძლებლობები.
ჯერჯერობით, ეს რესურსი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სურათს, ანუ 40 000 აქტიური შემთხვევის მართვას ახერხებს, თუმცა თუ არ წამოგვეშველა ის დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება სექტორისთვის მართვა".
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.