დაჯარიმდებით, თუ 5 ადამიანთან ერთად იქნებით და პირბადე არ გეკეთებათ - გაბუნიას განმარტება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რა შემთხვევაში დაჯარიმდება პირი პირბადის არქონისთვის.

გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირი 5 ადამიანთან ერთად იმყოფება და მას პირბადე არ უკეთია, ის დაჯარიმდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვასთან ერთად ქუჩაში გადაადგილდება და პირბადე არ უკეთია, ის არ დაჯარიმდება.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ ყველას ყველგან ეკეთოს პირბადე.  

"ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, არის ის, რომ ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე. რაც შეეხება სანქცირებას, იმისთვის, რომ პირს არ უკეთია პირბადე, ამ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება მხოლოდ მაშინ, თუ ის ჯგუფურად არის 5 ადამიანთან ერთად და მას ამ პირობებში არ უკეთია პირბადე. თქვენ როდესაც ორნი გადაადგილდებით ქალაქში, ეს სანქცირებას არ ექვემდებარება, მაგრამ თქვენივე უსაფრთხოებისთვის უმჯობესია პირბადით იმოძრაოთ",-თქვა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საკორდნიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 10 აგვისტოდან, ღია სივრცეში, სადაც 5 ადამიანი იკრიბება პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი