კასპის მუნიციპალიტეტში ქალი გაუჩინარდა -  სოფელ გოსტიბეში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, თანასოფლელები და ახლობლები, დაკარგულ 67 წლის ქალს ეძებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის საქონლის მოსაყვანად გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. 

იმის მიუხედავად რომ სამძებრო ოპერაცია რამდენიმე დღეა გრძელდება, დაკარგულის კვალს ამ დრომდე ვერავინ მიაგნო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი