"შემოვიყვანთ ფინანსურ პოლიციას" - ციფრული სივრცის დამფუძნებელი ამბობს, რომ ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

თბილისის ციფრული სივრცის დამფუძნებელი ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელს და ადვოკატ პაატა შავაძეს, მუქარაში ამხელს. თამარ მიქაშავიძე ამბობს, რომ შავაძემ თბილისის ციფრული სივრცის ინიციატივას - დააწესოს ფასდაკლებები ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, დისკრიმინაცია და გენოციდი უწოდა.

მუქარის შემცველი წერილები მან დამფუძნებელს Facebook-ის პირად გვერდზე მისწერა.  

"ვციტირებ მოკლე მონაკვეთს: "მე გეუბნებით ამას, ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი, პაატა შავაძე თქვენთან შემოვიყვანთ ფინანსურ პოლიციას და ჩვენც შემოვალთ" - ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა, ან ვიღაც იყენებს სახელმწიფოს სახელს და ზეწოლას ახორციელებს კერძო ბიზნესზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვითხოვთ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან",- თქვა თამარ მიქაშავიძემ.

თამარ მიქაშავიძემ მტკიცებულებები, ე.წ. ხმოვანი მესიჯები და სქრინები შინაგან საქმეთა სამინისტროში წარადგინა, ის წყებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი