გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას. აღარ გაიმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილი, ქართველი ოლიმპიელების მიღება.
"პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას - გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია!"