ერთი დაღუპული ნახევარ საათში - საგანგაშო ეპიდვითარება და ახალი რეგულაციები

გამოქვეყნდა:

ერთი დაღუპული ადამიანი ნახევარ საათში - ასეთი იყო კოვიდ 19-ის დღევანდელი სტატისტიკა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსმა 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გარდაცვალების ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი ქვეყანაში ზამთრის პიკის შემდეგ არ დაფიქსირებულა. რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვიც.

100 000 მოსახლეზე კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებლის ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება ღია სივრცეებშიც, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, ეს ღონისძიება უკვე დაგვიანებულია.

უკიდურესად მძიმე ვითარების მიუხედავად მთავრობის სხდომაზე რეგულაციების დამრღვევ პრემიერს ეპიდაფეთქება დღეს არც კი უხსენებია.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი