საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების დღიური შემთხვევების პიკია

გამოქვეყნდა:

დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის პიკი დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ინფექცია დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა. მსგავსი მაჩვენებლები ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

დღეიდან, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5 ან მეტი ადამიანი იკრიბება პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

  • ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა, და ერთადერთი საშუალება, რაც ადამიანებს სიკვდილისგან დაიცვას ვაქცინაა.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი