"მთავარი არხის" ექსკლუზიური ინფორმაციით, გართულებული კოვიდვითარების გასაკონტროლებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სამხედრო დანაყოფების რუსული ჯარის შეყვანა დაიწყეს.
რუსულ სამხედრო ბაზებში, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, კორონავირუსის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სამხედრო ბაზებიდან, სადაც რუსი ოკუპანტები იმყოფებიან, რამდენიმე მძიმე ავადმყოფის გადაყვანა კრასნოდარში მოუწიათ, ვინაიდან, სამხედრო ჰოსპიტალში ადგილი არ არის.
თითოეულ სამხედრო ბაზაზე ოკუპანტების სამხედროების 70-100-მდე კაცია ინფიცირებული, ამიტომ მათ როტაცია უწევთ. კერძოდ, ის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსახურობდა, გადაჰყავთ კრასნოდარში, სოჭში, ტულაში, როსტოვში, ხოლო იმ ადგილას, სამხედრო ბაზაზე შემოჰყავთ ახალი ქვედანაყოფი. ამასთან, ადგილზე შეიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ნაწილი.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, სოხუმსა და გაგრის პუნქტებში საველე საკონტროლო ჯგუფები გაიხსნება, ქალაქის შესასვლელებში კი სამხედრო ჯარი ჩადგება.
გადაწყვეტილება სამხედრო თათბირზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ერთობლივად მიიღო.
ამასთან, ზუგდიდის ტერიტორიაზე, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, საათში 4-5 ადამიანი გადმოჰყავთ, თუმცა დღეს ინფიცირებულების მიღებაზე, შეფერხების მიზეზით, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა.
ავტორი: ემა გოგოხია.