სუნთქვის უკმარისობა და მწვავე პნევმონია - ექიმი კორონავირუსით გარდაცვლილ ორსულზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ბომონდის" ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, ის კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით 30 ივლისს მოათავსეს.

"პაციენტი შემოყვანილი იქნა 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობით. 29 კვირის ორსული იყო. მიუხედავად დაწყებული მედიკამენტოზური და სხვადასხვა სიმპტომური მკურნალობისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა" - ამბობს რეანიმატოლოგი ტარიელ კუხიანიძე.

ექიმებმა ვერც ბავშვი გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში 54 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის იყო 28 წლის ორსული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი