არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა გაბრძანდით და პრაქტიკულად არ ატარებენ პირბადეს - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კოვიდვითარების გაუარესების მიზეზებზე საუბრისას:
დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება. რამდენადაც მე ვიცი, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. რატომ მოხდა ეს? ამას ჩვენ სისტემატიურად ვიმეორებდით. ზოგს სჯეროდა, ზოგს არ სჯეროდა და ასეთი სამწუხარო შედეგი დადგა. ამის მიზეზი არის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი რეგულაციები, მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება - ამბობს ცერცვაძე
მისივე თქმით, გავლენა იქონია აღსრულების ლიბერალიზაციამაც, კონკრეტულად კი ჯარიმების გაუქმებამ:
ეს გაკეთდა ჰუმანური მოსაზრებებით, რომ მოსახლეობა, რომელიც ისედაც პანდემიის პირობებში ეკონომიკურად შევიწროებული იყო, დამატებითი ტვირთი არ დასწოლოდა მათ, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრმა კარგად ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა - ამბობს ცერცვაძე.
ცერცვაძე ამბობს, რომ ის მინიმალური შეზღუდვები, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ გუშინ დააწესა, აღსრულების შემთხვევაში 10-14 დღის შემდეგ მოიტანს შედეგებს.