ვითარებას კლინიკები ვეღარ განმუხტავენ, დაპანიკებული ადამიანები მიაწყდებიან კლინიკებს - ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული საქართველოში არსებულ საგანგაშო ეპიდვითარებაზე საუბრისას.
გურულის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გადაიტვირთოს კლინიკები და საავადმყოფოში მოხვდნენ ის პაციენტები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თვითშეგნება, თუმცა მაშინ, როცა უმაღლესი თანამდებობის პირები თავად არღვევენ რეგულაციებს, ძნელია ხალხს წესების დაცვა მოსთხოვო
ძალიან ძნელია ამაზე , როცა უმაღლესი დონის სახელმწიფო პირები თავად აძლევენ მაგალითს ქეიფის, დროსტარების, შეკრების და ამას აკეთებენ ყოველგვარი ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის გარეშე. ისევ და ისევ მე ყველაზე დიდი იმედი ხალხის მაქვს, რომ უმეტესობას ეყოფა გონიერება- ამბობს ზურაბ გურული "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.
გურული საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ჯერ პიკში არ შესულა და მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო დამძიმება.