თბილისში ადამიანების უმეტესობა პირბადეების გარეშე დადის - ხალხი დარწმუნებულია, რომ ჯარიმებს მაინც ჩამოაწერენ

გამოქვეყნდა:

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ და ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი პოლიტიკის გამო ქვეყანა ისევ სრული ლოქდაუნის საფრთხის წინაშე დადგა. ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციით ღია და დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა. ქუჩებში დაწესებულ რეგულაციებს არავინ აკონტროლებს.  თბილისში ადამიანების უმეტესობა ისევ პირბადეების გარეშე დადის, ხალხი ამბობს რომ ეს შეზღუდვებიც პირობითია,  რადგან ჯარიმას რომელსაც, გამოწერენ წინასაარჩევნოდ ისევ ჩამოწერენ.

თეა წულუკიანი ისევ კანონზე მაღლა დგას. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კოვიდრეგულაციების მიუხედავად თელავის თეატრში კორონავირუსით გარდაცვლილი თემურ წიკლაურის ხსოვნის საღამო მაინც გაიმართა. დამსწრე საზოგადოებისთვის ეპიდვითარება საგანგაშო არ აღმოჩნდა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი