არ გინდათ რომ კარგი ხდებოდეს ქვეყანაში, მე კარგს ვაკეთებ და არ გინდათ - ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე "მთავარი არხის" შეკითხვებს.
ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხუთეულში მხოლოდ ბოლო 1 კვირაა შევიდა, იქამდე კი წელიწადნახევრის განმავლობაში კარგი შედეგები გვქონდა. მისივე თქმით, ამ ყველაფერს თავის ახსნა აქვს.