ჯამურად ჩატარდა 664 997 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი - NCDC

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, 10 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 664 997 აცრა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია სულ 204 234 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ დაიწყო ფაიზერის ვაქცინით II დოზაზე რეგისტრაციის პროცესი. აცრები კი 15 აგვისტოდან დაიწყება.

ამ დროისათვის  მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა:

  • Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა)
  • Pfizer-BioNTech (პფაიზერი)
  • Sinovac. CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი)
  • Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი)

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge -ს ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი