საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი.  გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ - 2 635 შეადგინა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 461 198
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 409 110 
  • მათ შორის გარდაცვლილი - 6 230
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 50 430 ; მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 30 564; PCR ტესტით - 19 866
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,61%, ბოლო 14 დღის - 9,33% , ბოლო 7 დღის - 10,27%
  • სულ აცრილია - 688 940,  დღიურად აცრილია - 23 935
  • კარანტინის რეჟიმში - 53
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 578
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3 238

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 204 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 183 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,3 მილიონზე მეტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი