
ქობულეთში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე თავდასხმის დროს 60-წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას დილით ადრე მოხდა.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, თავდამსხმელებს სახეზე ნიღბები ეკეთათ. წაღებულია თუ არა თანხა ობიექტიდან ჯერ-ჯერობით უცნობია. დავუკავშირდით შსს-ს, სადაც კომენტარს საქმის დეტალების გარკვევის შემდეგ დაგვპირდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე