საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების 83% ვაქცინირებულია​

გამოქვეყნდა:

საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვნების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალი ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი პირველი, ვინც აიცრა, საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო.

"მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც", – თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი