დაინფიცირებულთა სტატისტიკის მკვეთრმა გაუარესებამ 112-ის პარალიზება გამოიწვია. პაციენტებს საათობით უწევთ სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირება და კიდევ უფრო ხანგრძლივი ლოდინი ამ დახმარების მისაღებად.
საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მხოლოდ 440 ჯგუფი არსებობს, აქედან 97 თბილისშია.
ექიმებსა და ეკიპაჟის მძღოლებს უწევთ არა მარტო კოვიდინფიცირებული, არამედ სხვა მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების გადაყვანა საცხოვრებელი სახლებიდან კლინიკებში.
დამძიმებული ვითარების ფონზე პაციენტები იძულებლები არიან, თავად გაუმკლავდნენ პრობლემას, რომელსაც არ ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს
ეკატერინა ტიკარაძე აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ ვახტანგ გომელაურს უკვე ესაუბრა. 112 და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაშია.