აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [CDC] ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს. კვლევების მიხედვით, ორსულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა.
მათვე ცნობით, იმ პირებში ვინც ვაქცინა ორსულობის 20 კვირამდე პერიოდში გაიკეთა მუცლის მოშლის რისკის ზრდა არ დაფიქსირებულა.
ადრეული კვლევების მიხედვით, კი ვაქცინაცია გვიანი ორსულობის დროსაც უსაფრთხოა.
საქართველოში ორსულების აცრა Pfizer-ის ვაქცინითაა შესაძლებელი.