er.moh.gov.ge - ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი შექმნა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ახალი პორტალი www.er.moh.gov.ge ამოქმედდა.

სამინისტროს ინფორმაციით, საიტზე რეგისტრაციის შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

"ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება", - წერია უწყების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასამარცხებლად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინები. 

ვაქცინის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს - booking.moh.gov.ge

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი